ილია იაკობიძის გამოფენა

Monday, February 2, 2009

ბიოგრაფიული ცნობები

ილია იაკობიძე დაიბადა ქ. თბილისში 1992 წლის 6 აპრილს. საშუალო სკოლაში სწავლის პერიოდში აღმოაჩინა ხატვის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული. მიხვდა, რომ ამით დიდ სიამოვნებას იღებდა და მშობლებმა გადაწყვიტეს შეეყვანათ ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში სახვით განყოფილებაზე. ამავე სკოლაში ეუფლებოდა მხატვრობის სახვადასხვა მიმართულებებს: კომპოზიციას, ფერწერას, გრაფიკას, ქანდაკებას და ხელოვნების თეორიას.

მისი ინტერესის სფეროს განვითარებასა და გაფართოებაში დაეხმარნენ და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პედაგოგებმა, ახალგაზრდა, ნიჭიერმა, საინტერესო ადამიანებმა, მხატვრებმა: ზაზამ, ნოდარმა და ემზარმა.

ოთხი წლის სწავლის შემდეგ ილიას ორი ნახატი მოხვდა ხელოვნების სკოლაში მოწყობილ გამოფენაში და მაშინ მან პირველი დიპლომი აიღო. განსაკუთრებული წარმატება სწორედ ამ ორ ნახატს უკავშირდება, რადგან დააჯილდოვეს მერიის კულტურის სამსახურის სიგელით.

2008 წლის მაისში ხელოვნების მასწავლებლის, ქ-ნ მარინა პავლიაშვილის ინიციატივით 52-ე საჯარო სკოლაში მოეწყო ილია იაკობიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა.

ილია პარალელურად ეუფლება თანამედროვე ტექნოლოგიებს. აქვს სამომავლო გეგმები. ხელოვნების გიმნაზიის დამთავრების შენდეგ სწავლის გაგრძელება სურს თბილისის სამხატვრო აკადემიაში.